ღრუბლებით წაგრაგნილი ცარგვალი დამხობია სვეტიცხოვლის წვეტიან გუმბათს, ქარვისფერი კალთები მოუჩანს ცას. სვეტიცხოვლის გალავანთან თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე. მის წიაღში იწყება საუკუნის მრუმე ღამეები და იდუმალებები.
ამ ტაძრისთვის თვალის შევლება სანუკველია.დილით ხვლიკის ფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილა, ხოლო მწუხრის სემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა.
საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე "სვეტიცხოვლის მონასტერი" ფრიად საყურადგებო და თვალსაჩინოა, მასში მხატვრული სრულქმნილებაა.
სვეტიცხოველი მცხეთაში უმთავრესი ტაძარია, რომელიც დაფუძნდა 326 წელს საქართველოს მეფის მირიანის მიერ. იგი დაიქცა, კვლავ აღაშენა ვახტანგ გორგასალმა. მიწისძვრებისა და მტრის ურდოების მიერ მრავალგზის დაქცეული კვლავ აღაშენა მელქისედეკ კათალიკოსმა.ამ ტაძრის კედელზე ახლაც შერჩენილია წარწერა: "უფალო ადიდე მელქისედეკ, უფლისმიერ კათალიკოსი."
სვეტიცხოველი ნიჭის ღვთიური ქმნილებაა.
მცხეთა-საქართველოს უდიდესი სატახტო ქალაქი, რომლის სიყვარული კელაპტარივით ანთია ქართველის გულში. "მცხეთის ქალაქს მირონი დუღს,მზის და ვაზის მირონი, ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი."
არ არის საქართველოში საწმინდე, რომელიც გაუტოლდება სვეტიცხოველს სიძველით, სიდიადით, ისტორიული მოგონებებით და ღვთიური განგებილებით.
საყდრის ეზოში შესულს გვაჩვენება, რომ სამშობლოში დაბრუნდი; მტკივნეულად ნაცნობი გალავანი, ტაძრის მშობლიურად თბილი კედელი, რბილი, რბილი ბალახით შემოსილი მიწა...
რა არის ეს, რატომ გვიჩნდება ასეთი განცდა? იქნებ იმიტომ, რომ სწორედ აქედან დაიწყო ჩვენთვის ნაცნობი საქართველო?..
სვეტიცხოველი დღესაც მოქმედი ეკლესიაა, მაგრამ იმავ დროს, იგი დაცულია, როგორც საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების შესანიშნავი ძეგლი.
სვეტიცხოველი დიდი ხელოვნების იგავმიუწვდომელი ქმნილებაა, რომელიც როგორც ხედავთ თვით ღმერთზე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა.
მგონია რომ სვეტიცხოველი ქვის მკერდია საქართველოსი, რომელშიც ცოცხალი გული ფეთქავს.